ლილოს დასახლებაში ავტომობილმა არასრულწლოვანი გაიტანა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი თვითმხილველი წერს, ავტომობილმა ჯერ მოზარდი გაიტანა, ხოლო შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მოზარდი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.