ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ილია II დღეს მოსკოვში მიდის

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ ქუთაისიდან რუსეთში გაემგზავრება, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოში განაცხადეს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ხვალ შეხვდება. ზეგ კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

იტვირთბა....