პარლამენტი ქუთაისში თუ დარჩება, მაშინ დედაქალაქში არსებულ პარლამენტს რაიმე უნდა მოუხერხონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა.
ამასთან, უსუფაშვილის აზრით, პარლამენტის საქმიანობის ქუთაისში გაგრძელება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.
“თუკი ახალი პარლამენტი გადაწყვეტს სამუდამოდ ქუთაისში ყოფნას, ეს ჩემი აზრით, ძალიან ცუდია, რადგან ჩემი აზრით, პარლამენტი თავისი ეფექტურობის 20%-25%-ს კარგავს მხოლოდ იმით, რომ გაბნეულია თბილისსა და ქუთაისს შორის. “ქართული ოცნება“ წინა პარლამენტში მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ველოდით, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიგვეღო. საკითხი პოლიტიკურად მომწიფებულიც არის და გადამწიფებულიც ყველა დონეზე. ახლა, თუ პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის გადაწყვეტილებას არ იღებენ, მაშინ იმაზე უნდა იფიქრონ, რომ თბილისში მდებარე შენობას მოუხერხონ რაიმე და მაშინ დარჩეს პარლამენტი ქუთაისში.“ – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.
იტვირთბა....