ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტემპერატურა კიდევ უფრო დაიწევს: როდიდან ელოდებიან ყინვას საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით,  ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით.

ბარში ჰაერი 8-დან 10 გრადუსამდე გათბება, მაღალ მთაში მოსალოდნელია ყინვა.

დასავლეთ საქართველოსი 19 ნოემბრიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი.

23 ნოემბრიდან ამინდი კვლავ გაუარესდება, აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაეცემა და ყინვა გაძლიერდება .

იტვირთბა....