ახალი ამბები მთავარი

მიუნხენში ვესაუბრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოში ვიზიტს, შევხვდები ეუთო-ს გენერალურ მდივანსაც – ბოჭორიშვილი

მიუნხენში ვესაუბრე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმავს საქართველოში ვიზიტს, შევხვდები ეუთო-ს გენერალურ მდივანსაც – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

“მქონდა შეხვედრები ჩემს კოლეგებთან, შესაძლებლობა მქონდა, არაერთ კოლეგას გავსაუბრებოდი. შეხვედრა მქონდა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იცით, რომ შვეიცარია არის ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთო-ს დღის წესრიგში საქართველოს ყოფნა უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით.

უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა განხილვა შუა დერეფნის საკითხებზე, სადაც მონაწილეობა მივიღე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში განიხილება შუა დერეფნის განვითარება და საქართველოს როლი, რა წვლილი შეაქვს მას ევროპული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით შუა დერეფნის განვითარებაზე.

შეხვედრები გაგრძელდება როგორც ჩემს კოლეგებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ასევე, მექნება შესაძლებლობა, შევხვდე ეუთო-ს გენერალურ მდივანს. ეს ფორმატი მაქსიმალურად არის გამოყენებული, რათა ჩემს კოლეგებთან საქართველოსთან დაკავშირებით მქონდეს დისკუსიები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

იტვირთბა....