აშშ-ს სურს, რომ ევროპა ძლიერი იყოს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ევროპის ბედი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელო არასოდეს იქნება – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ცივ ომში გამარჯვების ეიფორიამ საშიშ ილუზიამდე მიგვიყვანა, რომ თითქოს „ისტორიის დასასრულში“ შევაბიჯეთ და ახლა ყველა ქვეყანა ლიბერალური დემოკრატია იქნებოდა, ვაჭრობით ჩამოყალიბებული კავშირები სახელმწიფოებრიობას ჩაანაცვლებდა, წესებზე დაფუძნებული გლობალური წესრიგი ეროვნულ ინტერესებს ჩაანაცვლებდა და რომ ჩვენ საზღვრების გარეშე ვიცხოვრებდით, სადაც ყველა მსოფლიოს მოქალაქე გახდებოდა. ეს სულელური იდეა იყო, რომელიც უგულებელყოფდა როგორც ადამიანის ბუნებას, ისე 5000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არსებული კაცობრიობის ისტორიის გაკვეთილებს და ეს ძვირად დაგვიჯდა“ – განაცხადა მარკო რუბიომ.

