ახალი ამბები მთავარი მსოფლიო ციტატა

რუსეთმა უკრაინაში ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა – კირ სტარმერი

რუსეთმა უკრაინაში ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

“ყველა გამაფრთხილებელი ნიშანი ადგილზეა. რუსეთმა აგრესიის მიმართ მისი სწრაფვა დაამტკიცა, რამაც უკრაინელი ხალხის საშინელი ტანჯვა გამოიწვია. მან ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა და მილიონზე მეტი დანაკარგი მიიღო. მაგრამ, ომის გაგრძელების მიუხედავად, რუსეთი გადაიარაღებას და შეიარაღებული ძალების აღდგენას ახდენს. ნატო-მ გაგვაფრთხილა, რომ შესაძლოა რუსეთი ალიანსის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისთვის ამ ათწლეულის ბოლოს მზად იყოს“, – განაცხადა სტარმერმა.

იტვირთბა....