„ჩემი შვილი იყო მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების პირადი პატიმარი. ის უკვე 11 წელია, უდანაშაულოდ იხდის სასჯელს. იმედი მაქვს, რომ სასამართლოს მერე ის დატოვებს საპატიმროს. საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ გიამ დაუკვეთა ნიკა ლომინაძის მკვლელობა. მიხარია, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში ჩემი შვილის უდანაშაულობას ყველა გაიგებს“, – აღნიშნა ბრალდებულის დედამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე გახმაურებული საქმის, მათ შორის ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მსჯავრდებულთა განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მიიღო. გია გვიჩანის დედამ სვეტლანა კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი შვილი უკვე 11 წელია, უკანონოდ იხდის სასჯელს.