ნიუ-იორკის მერი, დემოკრატიული პარტიის წევრი ბილ დე ბლაზიო პირობას დებს, რომ მიგრანტებს დაიცავს. ეს განცხადება ბლაზიომ აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გაკეთა.
ბლაზიო თქმით, ტრამპი გააფრთხილა, რომ დაიცავს დეპორტაციისგან იმ მიგრანტებს, რომლებსაც აშშ-ში ცხოვრების უფლება არ აქვთ.
“მე მას გავუმეორე, რომ ეს ქალაქი და ქვეყნის სხვა ბევრი ქალაქი ყველაფერს გააკეთებენ, რომ დაიცვან ჩვენი მცხოვრებლები და დარწმუნდნენ, რომ ოჯახებს არ დააშორებენ”, – განაცხადა ბილ დე ბლაიზომ ტრამპ-თაუერში გამართული შეხვედრის შემდეგ.
როგორც დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ის ქვეყნიდან კრიმინალური წარსულის მქონე სამ მილიონამდე არალეგალი მიგრანტის დეპორტაციას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ბლაზიო ღიად უჭერდა მხარს ჰილარი კლინტონს. ტრამპი კი მას “ყველაზე არაკომპეტენტურ თანამდებობის პირს” უწოდებდა.