ჰოლანდიური გამოცემა volkskrant.nl-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მე-20 საუკუნის ცნობილი ჰოლანდიელი ფერმწერისა და სკულპტორის უილიამ დე კუნინგის ტილო ნიუ იორკის აუქციონზე 61 მილიონ დოლარად გაყიდა. ცნობილია, რომ ვაჭრობა ტელეფონით შედგა, თუმცა ტილოს ახალი მფლობელის ვინაობა არ ხმაურდება.
ტილოს საწყისი ფასი 37 მილიონი დოლარი იყო. 61 მილიონად დე კუნინგის ტილოს გაყიდვა რეკორდია.