ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პოროშენკომ თავის ბლოკის წევრებს დაავალა სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვან

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პეტრო პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას გეგმავს. სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სასამართლოს გზით მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა “პეტრო პოროშენკოს ბლოკის” წევრებს, დეპუტატებს იგორ კონონენკოსა და ალექსანდრ გრანოვსკის დაავალა.

“ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ მაცნობა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოსა და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი”. – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას იმ პირებისთვის, რომლებსაც სხვა მოქალაქეობა არ გააჩნიათ.

 

იტვირთბა....