სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის” 22 აბი და აბის ნატეხები, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკის 22 აბი და 14 შეკვრად დაფასოებული ოპიუმი ამოიღეს.
“ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ჰ.ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა” – აღნიშნავს შსს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით).