aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზვავსაშიშროება: რამდენიმე მონაკვეთზე მანქანების მოძრაობა აიკრძალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მანქანების მოძრაობა აიკრძალა. ეს ინფორმაცია რეგიონული განვითარების სამინისტრომ გაავრცელა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმის უზრუნველყოფა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–ფარავანი) კმ94–კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

იტვირთბა....