ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

SILK ROAD GROUP-მა შეჩერებული ტრამპ თაუერის პროექტის განახლება გადაწყვიტა

 

Silk Road Group-მა შეჩერებული ტრამპ თაუერის პროექტის განახლება გადაწყვიტა, ამის შესახებ კომპანიის უძრავი ქონების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მარრიმ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა. კომპანიამ პროექტის განახლების გადაწვეყილება დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე გადაწყვიტა, თუმცა არჩევნების მომდევნო დღეს, ტაბულას Silk Road Group-ში უთხრეს რომ პროექტი შეჩერებული იყო.

“ჩვენ ერთად ვაკვირდებოდით სიტუაციას. უძრავი ქონების ბაზრის გაუმჯობესების ფონზე და ბოლო წლებში საქართველოში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოდან გამომდინარე გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და ამიტომ ახლო მომავალში ვგეგმავთ ამ ამბიციური პროექტის გაგრძელებას.

სწორედ ეს განწყობა გვაძლევს საფუძველს, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრი განვახორციელოთ და „ტრამპ თაუერი“ ბათუმში ავაშენოთ. რასაკვირველია, წარმატებული თანამშრომლობა არის საწინდარი იმისა, რომ ვიმუშაოთ არა ერთ სხვა იდეასა თუ პროექტზე ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან ერთად, როგორიც ტრამპ ორგანიზაციაა.

მინდა აღვნიშნო, რომ „სილქ როუდ ჯგუფი“ და სილქ როუდ ტრანსათლანთიქ ალიანსი“ აგრძელებენ აქტიურ მუშაობას საქართველოს და ამერიკას შორის ეკონომიკური, საქმიანი და კულტურული ურთიერთობების განვითარებისთვის”.-აცხადებს მარრი.

კომპანიამ პროექტის განახლების გადაწვეყილება დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე გადაწყვიტა, თუმცა არჩევნების მეორე დღეს “მეტრონომს” Silk Road Group-ში უთხრეს რომ პროექტი შეჩერებული იყო.

შეგახსენებთ, კომპანიამ პროექტის განახლების გადაწვეყილება დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებიდან მალევე გადაწყვიტა, თუმცა არჩევნების მომდევნო დღეს, ტაბულას Silk Road Group-ში უთხრეს რომ პროექტი შეჩერებული იყო.

იტვირთბა....