ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“გირჩმა” მარიხუანას დასათესად თაიმერი ჩართო

“გირჩმა” ფეისბუქის გვერდზე წამზომი ჩართო და წამების სიზუსტით დროის ათვლა დაიწყო. “გირჩი” მარიხუანას თესავს – ასეთი წარწერა გაუკეთეს “გირჩელებმა” თაიმერს.

შეგახსენებთ, “გირჩმა” დღეს განცხადება გააკეთა, რომ ახალი წლის ღამეს მარიხუანას დათესვას აპირებს, თუკი ხელისუფლება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით კანონს არ მიიღებს.

თავის მხრივ შსს აცხადებს, რომ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

 

იტვირთბა....