რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც ამავდროულად სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ რუსეთთან ნებისმიერი სახის ურთიერთობის დალაგების მცდელობა მიუღებელი იქნება.
“როდესაც ამერიკა მართლა დიდებული იყო, ის ტირანიის წინააღმდეგ იბრძოდა. ვლადიმირ პუტინი ბაშარ ალ-ასადთან ერთად სირიელი ხალხის წინააღმდეგ ბარბაროსულ ომშია ჩართული. რუსეთთან ურთიერთობის “გადატვირთვის” მინიმალური ფასი, პუტინისა და ასადის მიერ მოწყობილ სასაკლაოში მონაწილეობა იქნება. ობამას ადმინისტრაციის მცდელობას, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაელაგებინა, ამის საპასუხოდ პუტინმა უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა.”- აცხადებს სენატორი.
მაკკეინმა გააკრიტიკა პუტინი და მას კაგებეს ყოფილი აგენტი უწოდა, რომელმაც თავისი ქვეყანა ტირანად აქცია, მოკლა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები და საფრთხე შეუქმნა ამერიკასთან მოკავშირეობას.