უკრაინის პრეზიდენი პეტრო პოროშენკო აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პოროშენკომ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და უთხრა, რომ უკრაინა, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიზნით, მზად არის აშშ-სთან სამომავლო თანამშრომლობისთვის.
ორი ლიდერი მომავალ ორმხრივ თანამშრომლობაზეც შეთანხმდა.
საუბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიპატიჟა.