“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ თარხან მოურავს აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შეერთებულ შტატებში, კონგრესსა და სენატში გვყავს ბევრი მეგობარი. დიახაც, ბატონ დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს ტრამპის გარემოცვასთან.” – ამბობს ინაშვილი.