ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მომატყუა, გაყიდული ხალხი აღმოჩნდა, ფული აქვთ აღებული“: ანდრო ბარნოვი ზურაბ ჯაფარიძეზე

 

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ანდრო ბარნოვი “გირჩის” ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეზე საუბრობს. მისი თქმით, ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილმა მოისყიდა.

“ჩვეულებრივად გაყიდული ხალხი აღმოჩნდა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტნიორის გარდა მეგობარიც დავკარგე. მომატყუა. ღიად რომ ეთქვა, რა ვქნა, ფული მჭირდებაო პოლიტიკურ პარტნიორს დავკარგავდი, მაგრამ ადამიანს…”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო რეფორმაციის” დამფუძნებელმა, ანდრო ბარნოვმა “აიპრესისთვის” მიცემულ ინტერვიუში “გირჩის” დამფუძნებელზე, ზურაბ ჯაფარიძეზე საუბრისას განაცხადა.

არ ვიცი. მე, მაგალითად, კუბლაშვილზე, მელაძეზე და იგივე გოგა ხაჩიძეზე არ ვიცი, მაგრამ ზურაზე მართლა მწყდება გული. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მას დიდი ხანია ვიცნობ. პრაქტიკულად, ბავშვობიდან. ვიცნობ, როგორც გონიერ და კარგ ადამიანს ამიტომაც იყო, როდესაც პარტიიდან წავიდა არ ავყევი რაღაც ხმებს. პირადად ვესაუბრე და მივიღე პასუხები კითხვებზე, რომელიც მქონდა. სამწუხარო ის არის, რომ აღმოჩნდა, მომატყუა. მას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, რომ პარტიის შიგნით ცვლილება ეცადა.

პირადად მე არაერთხელ მისაუბრია მასთან. ვეუბნებოდი, ხომ ხედავ, ეს არ არის სწორი, შენ დღეს გაქვს რაღაც თანამდებობა, მე წარმოვადგენ ჯგუფს, რომელიც არის ცვლილებების მომხრე, შენი ერთი სწორი გადაწყვეტილება, გაბედული ნაბიჯი, რომელიც მხარს დაუჭერს ამ სწორ ცვლილებას, რეალურად შეცვლის გუნდში მდგომარეობას-მეთქი. არც ერთხელ მან ეს პოზიცია არ დაიჭირა. არასდროს არანაირ პოზიციას არ იჭერდა. არც იქით, არც აქეთ. ეს გრძელდებოდა, პრაქტიკულად, ერთი წელი და ბოლოს წავიდა.

არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ რაღაც სწორად შეიცვალოს. მერე მიდიხარ უცბად და კაციშვილი ვერ იგებს, რისთვის მიდიხარ. არც მოუთხოვია არაფერი, არც პოზიცია გამოუხატავს, უბრალოდ წავიდა. სად წავიდა? თავიდან მივიჩნიე, რომ მერე რა, რა მოხდა, ალბათ, შეაფასა, რომ არაფერი გამოვიდოდა და შექმნა თავისთვის ცალკე. ამიტომაც იყო, რომ არ ავყევი რაღაც ხმებს, წავედი და ველაპარაკე.

მეუბნებოდა, რომ აი, რაღაც მცირე ბიზნესმენები, რა ივანიშვილი, რას ლაპარაკობო… საბოლოოდ ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა. ჩვეულებრივად გაყიდული ხალხი აღმოჩნდა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი გულისტკივილი იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტნიორის გარდა მეგობარიც დავკარგე. მომატყუა. ღიად რომ ეთქვა, რა ვქნა, ფული მჭირდებაო პოლიტიკურ პარტნიორს დავკარგავდი, მაგრამ ადამიანს… დღეს არანაირი სურვილი არ მაქვს მასთან კონტაქტის. თვალებში მიყურა და მატყუა რამდენიმე თვე, სანამ ფარდა არ აეხადა ყველაფერს.

რას აეხადა ფარდა?

ჩვეულებრივად გაყიდული ხალხია. ფული აქვთ აღებული. თამაშობენ იმას, რასაც დაუკვეთავენ.

ივანიშვილმა იყიდა?

ცხადია”. – უთხრა IPress სააკაშვილმა.

იტვირთბა....