ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

გენერალურ პროკურატურაში დაბარებული პოროშენკო დაკითხვაზე არ ცხადდება

უკრაინის პროკურატურამ ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაკითხვაზე დაიბარა. როგორც ირკვევა, საქმე 2014 წელს ევრომაიდნის აქტივისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება. ამის შესახებ ბიბისი წერს.
პროკურატურის სპეციალური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სერგეი გორბატიუკის ინფორმაციით, პრეზიდენტს უწყება 29 ნოემბრისთვის გაეგზავნა. გორბატიუკის განცხადებით, პოროშენკო უკვე სამი თვეა დაკითხვაზე არ ცხადდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოროშენკო დასაკითხად მოწმის სტატუსით არის დაბარებული.

იტვირთბა....