გუშინ გამთენიისას 9 ახალგაზრდა მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოათავსეს, – ინფორმაციას სააგენტო inforustavi ავრცელებს.
სააგენტოს მიერ მოპოვებულ მასალაში აღნიშნულია:
„გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბიო ნარკოტიკები მიიღეს. შემთხვევა რუსთავში ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად დაფიქსირდა. მათ შორის მე-20 მიკრორაიონში, სადაც 5-მა ახალგაზრდამ გვიან ღამით ბიო ნარკოტიკი მიიღო, რის შემდეგაც ყველა მათგანი ცუდად გახდა. თვითმხილველების თქმით, ისინი მიწაზე უგონოდ ეყარნენ და კანკალი და კრუნჩხვა აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დახმარების 3 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა იმავე დროს მე-15 მიკრორაიონშიც, ოთხმა ახალგაზრდამ იგივე ნარკოტიკული საშუალება მიიღო. ცხრავე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის კი ყველა მათგანი ბინაზეა გაწერილი.“
წყარო: inforustavi.ge