ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

პრეზიდენტის პრესცენტრი: „რას ფიქრობს მარგველაშვილი გიგი უგულავას შეწყალებაზე“

 

„პრეზიდენტი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებას არ აპირებს“, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ამ კითხვას პრეზიდენტმა დაახლოებით ერთი წლის წინ უკვე გასცა პასუხი, როდესაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა მას მიმართა შესაბამისი წერილით. ამის შემდეგ არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პოზიციაში. შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს სამართალწარმოებას და არანაირად არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში”, – განაცხადა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, 2013 წლის 23 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას დაკავების გარეშე წარუდგინა ბრალი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ საქმეებზე. 2014 წლის 3 ივლისს სამართალდამცავმა ორგანოებმა გიგი უგულავა თბილისის აეროპორტში დააკავეს.

იტვირთბა....