ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ლევან წულაძემ საბერძნეთში პრემია სამ ნომინაციაზე მოიპოვა

რეჟისორი ლევან წულაძე, იგივე ჭოლა საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ათინორამას პრემიაზე იყო წარდგენილი, სადაც პრემია სამ ნომინაციაში მოიპოვა – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ artinfo ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ლევან წულაძის მიერ ათენში, ანესის თეატრში დადგმული სპექტაკლი „დანაშაული და სასჯელი“ 5 ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

5 ნომინაციიდან კი ქართველმა რეჟისორმა პრემია 3 ნომინაციაში მოიპოვა: საუკეთესო რეჟისორი – ლევან წულაძე (მეორე ადგილი), საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ტასოს იორდანიდისი (მესამე ადგილი) და საუკეთესო სცენოგრაფია – სტავროსი (მეორე ადგილი).

იტვირთბა....