ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნარმანიას მერობა მეორე ვადითაც უნდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შესაძლოა თბილისის მერობისთვის 2017 წლის არჩევნებისთვისაც იბრძოლოს. ამის შესახებ ნარმანია “2030”-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„რაც შეეხება იმას, ვიბრძოლებ თუ არა მეორე ვადით თბილისის მერობისთვის, ეს პოლიტიკური კონსენსუსის საგანია და მე დავემორჩილები გადაწყვეტილებას, რომელიც გუნდურად იქნება მიღებული. თუ გუნდში პოლიტიკური კონსენსუსი იქნება, შესაძლოა, თბილისის მერობისთვის მეორე ვადით ვიბრძოლო. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. წინ ჯერ კიდევ ბევრი ამოცანაა გადასაჭრელი. მომავალი წლის არსენალში ძალიან ბევრი პროექტი და პროგრამა გვაქვს განსახორციელებელი და ამაზე უფრო მეტს ვფიქრობ, ვიდრე – მეორე ვადაზე“. – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

იტვირთბა....