ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს გლდანის და საბურთალოს რაიონებს ელექტროენერგია შეუწყდება

15 ნოემბერს, გლდანის და საბურთალოს რაიონებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. კომპანია თელასი მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

კერძოდ, გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის, შეშელიძის, გმირ კურსანტთა, ილორის, ხიზაბავრის, ქერჩის და ხიზამბარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღმის მაცხოვრებლებს. ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე – ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ოთარ ჭილაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....