ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ: პროცედურული ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებში

2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში შეტანილია გარკვეული ცვლილებები. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

არჩევითი საგნის „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 3 საათი იქნება.

“არჩევითი საგანი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“ სამი წელია, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს დაემატა. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ამ ტესტისათვის გამოყოფილი დრო საკმაოდ ხანგრძლივია – აბიტურიენტების დიდი ნაწილი ტესტზე მუშაობას დაახლოებით 2 საათსა და 30 წუთს ანდომებს. 2016 წელს ახალი ფორმატით ჩატარებულ გამოცდაზე დაკვირვებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ 3 საათი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდისათვის“ ოპტიმალური საგამოცდო დროა. შესაბამისად, 2017 წელს ამ გამოცდას 3 საათი დაეთმობა, ნაცვლად 3 საათისა და 30 წუთისა”.- წერია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....