პოლონეთში დღეიდან სმოლენსკის ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ექსგუმაციის პროცესი დაიწყება. სპეციალისტების ჯგუფი პირველად ანალიზს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისა და მისი მეუღლის ნეშტს ჩაუტარებენ, საერთო ჯამში კი ეგზჰუმაცია 83 გარდაცვლილს ჩაუტარდება.
სპეციალისტებს სურთ, შეამოწმონ ვერსია, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე ბორტზე შესაძლოა ხანძარი გაჩენილიყო. პროცესი, დაახლოებით, 2 თვე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა სმოლენსკში 2010 წლის აპრილში განიცადა, რასაც ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი ემსხვერპლა.