ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ნარკოტიკების გადაზიდვის ბრალდებით: ქუთაისის აეროპორტში 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი დააკავეს

ქუთაისში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდების დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების გადატანის ფაქტზე მოხდა. ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 10 ქართველი ახალგაზრდა ქალი.

„მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები და დეტალები მოგვიანებით გამოქვეყნდება.

იტვირთბა....