გლდანში ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ორ ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, მძღოლი ამ დრომდე ადგილზე რჩება, ხოლო დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.