ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

“თვითგამოცხადებულმა “მიშისტებმა” ზეიმი გამართეს”: რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი TV “ტაბულაზე”

ტელეკომპანია “ტაბულასთან” დაკავშირებით აზრთა სხვადსახვაობაა სოციალურ ქსელში. ტელეკომპანიის დირექტორი მოკლე განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, დეტალურ ინფორმაციას ის მოგვიანებით გაავრცელებს.

“ახლა უბრალოდ განვმეორდები, იმიტომ რომ ბავშვი მყავს დაბადების დღეზე წასაყვანი და ორშაბათს უფრო დეტალურად მოვყვები.

თვითგამოცხადებულმა “მიშისტებმა” ზეიმი გამართეს, ტაბულა იხურებაო და სანამ ჩამოყალიბდებიან, გავრიგდი, თუ ვიხურები, ნორმალურ ადამიანებს გეტყვით:

ტაბულა არ იხურება, პირიქით – ფორმატს ცვლის და ვითარდება”. – წერს ჩერგოლეიშვილი.

იტვირთბა....