ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

როგორი პირადი დაცვა ჰყავს სააკაშვილს: ექს-გუბერნატორს კითხვა დაუსვეს (ვიდეო)

ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, უკრაინაში სააკაშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა – თუ რა გამოსდის მასზე უკეთესად პოროშენკოს. მან საპასუხოდ თქვა, რომ მან 100 000 დოლარის შოვნაც ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც პოროშენკომ მილიარდები იშოვა.

„მე არასოდეს მიცხოვრია მდიდრულ რეზიდენციებში, როდესაც მე პრეზიდენტი ვიყავი, თითქმის ყოველ საღამოს ჩვეულებრივ კაფეში ვიჯექი“.

სააკაშვილმა პოლიციაში არსებულ კორუფციაზეც ისაუბრა.მისი თქმით, პოლიციის რეფორმა ჩაფლავდა, რადგან არასაკმარისია საპატრულო პოლიციისთვის მატერიალური უზრუნველყოფის საშუალებები და მე-2 მხრივ პოლიციის ძირითადი ნაწილი დარჩა არარაფინირებულად.

“როგორ შეძლებს მინისტრი ავაკოვი პოლიციის რეფორმის ჩატარებას მაშინ, როცა ერთი ბოთლი ღვინო პოლიციელის ყოველწლიურ ხელფასზე ძვირი ღირს”. ჰყავს თუ არა დაცვა სააკაშვილს? მან უპასუხა, რომ რამდენიმე ათასი სჭირდება თვეში, დაცვის ორი წევრი კი საქართველოდან ჰყავს და მათ იარაღის ტარების უფლება არ აქვთ. მისი თქმით, ის რაც შეუძლია მის დაცვას ისაა, რომ „ზელიონკის“ შესხმისაგან დაიცვას თავი (იცინის).

 

 

იტვირთბა....