ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალ ზელანდიაში მეორე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. განმეორებითი ბიძგების სიძლიერე 6,3 მაგნიტუდას შეადგენდა. ეპიცენტრი ამჯერადაც ქალაქ ქრაისტ-ჩერჩის სიახლოვეს იყო. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ CNN ავრცელებს.
ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. დაზარალებული რეგიონების მოსახლეობამ გასული ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.
გუშინ მომხდარი 7.8 მეათედი სიძლიერეს მიწისძვრას 2 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულები. მიწისქვეშა ბიძგებმა ნგრევაც გამოიწვია, ხოლო შედეგად წარმოქმნილი ცუნამის დროს ტალღების სიმაღლემ 2 მეტრს გადააჭარბა. ზღვისპირა რეგიონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა.