გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამინდი 15 ნოემბრიდან გაუარესდება.
კერძოდ, ხვალ, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.დასავლეთ საქართველოში დღისით +20 +25 გრადუსია ნავარაუდები, აღმოსავლეთ საქართველოში კი + 13 +18 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში +14 +16 გრადუსს პროგნოზირებენ.
15 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურაც საგრძნობლად დაიკლებს. უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოში +10 +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსაველთ საქართველოში კი -უფრო ნაკლები.
წვიმიანი ამინდები მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი.