plus.kvira.ge-ის ინფორმაციით, ქუთაისში, გვიან ღამით, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ერთი გოგონა კი გარდაიცვალა. ქუთაისში აცხადებენ, რომ დამწვარი ავტომანქანიდან ერთმა გოგონამ ვერ მოასწრო გადმოსვლა და სამწუხაროდ, დაიწვა. გოგონა 19 წლის უმშვენიერესი სალომე გოგაძეა, რომელიც სამტრედიაში ცხოვრობს. ცხედარი უკვე გადაასვენეს მშობლიურ სახლში. ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გარდაცვლილი გოგონას მეგობარი სტატუსს აქვეყნებს:
„სალო, ჩხუბით დავიწყეთ ურთიერთობა, გახსოვს? როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ასე კარგი და თბილი იქნებოდი, სულ რაღაც 1 კვირა შევძელი შენ გვერდით გამეტარებინა დრო, ახალი მეგობარი იყავი ჩემთვის, მაგრამ ყველა ჩემი პრობლემა მოგიყევი და მამშვიდებდი, კარგად იქნება ყველაფერიო, ეკუნა და მაკუნა ჩემი დები არიანო და მათი ბიძაშვილიც ჩემიანი გამოდისო,- ასე მეუბნებოდი. ყველა დეტალს ვიხსენებ, ჩემს სახლში იყავი იმ დღეს და ერთად ვჭამეთ მე და შენ ბოლოჯერ. მენატრები და ყველგან შენ მგონიხარ, შენი დები ძალიან ცუდად არიან. სალო, დაგვიბრუნდი, გთხოვ. პარასკევს თბილისში ვაპირებდით წასვლას და მარტო დამტოვე. ვერ გიშველეს სალო, აპატიე იმ ბიჭებს, ჩვენ გვაპატიე, რომ გაგიშვით. გვაკლიხარ, მოვდიოდი და არ მომცეს უფლება, რომ შენთან წამოვსულიყავი”, – წერს სალომე გოგაძეს მეგობარი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.