აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს. ინფორმაციას ტელეკომპანია CBS ავრცელებს, რომელმაც ტრამპის ინტერვიუს ანონსი გაუშვა:
„იმ ადამიანების დეპორტაციას ვაპირებთ, ვინც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, არიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვადასხვა ბანდის წევრები. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2-3 მილიონია. ჩვენ ან მათ დეპორტაციას მოვახდენთ ან ციხეში ჩავსვამთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.