საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მას საქართველოს მთავრობას არ გადასცემს. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული მე-5 არხის ეთერში განაცხადა:
„მე ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, ის მსგავსი რამის გამკეთებელი არ არის. მხოლოდ წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ ის საქართველოს გადამცემს. თუნდაც ასე იყოს. საქართველოში 600 ათასი მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები“, – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით სამი დღის შემდეგ ის კვლავ კიევში ჩავა.