რუსთავში საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაღუპული გიორგი ძაბახიძის ოჯახი ამბობს, რომ გარდაცვლილს “სახე აქვს დაჩეჩქვილი” და სხეულზე არაერთი დაზიანება აქვს მიღებული.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ იციან რის გამო დაიწყო კონფლიქტი. დაღუპულის დედა ითხოვს, რომ დამნაშავე პირების უმკაცრესად დასჯა მოხდეს. მათ ასევე ეჭვი აქვთ, რომ მათი შვილის მკვლელობაში მხოლოდ 2 პირი არ მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი პატიმრობაში დატოვა. რაც შეეხება მომხდარს, შემთხვევა რუსთავში რამდენიმე დღის წინ მოხდა, 21 წლის მოკლული ბიჭის ცხედარი რუსთავში, მდინარე მტკვარში იპოვეს. ცხედარს ფეხები ჰქონდა შეკრული.
მომხდათან დაკავშირებით, საქმე თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით კვალიფიკაცია შეეცვალა.