aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პარიზის ტერაქტიდან ერთი წელი გავიდა: საკონცერტო დარბაზი „ბატაკლანი“ გაიხსნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” თავდასხმიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ პარიზის საკონცერტო დარბაზმა მუშაობა განაახლა. ბატაკლანის კლუბი, რომელიც გასული წლის 13 ნოემბერს ISIS-ის თავდასხმის მთავარი სამიზნე გახდა, სტინგის კონცერტით გაიხსნა.

საქველმოქმედო შოუს დაწყებამდე, ლეგენდარულმა მუსიკოსმა წუთიერი დუმილი გამოაცხადა და 13 ნოემბერს გარდაცვლილებს მიაგო პატივი. მისი განცხადებით კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად ტერაქტების შედეგად დაზარალებულთა რეაბილიტაციის ფონდებში გადაირიცხება.

ბატაკლანის საკონცერტო დარბაზში მისულ ადამიანებს ყვავილები და სანთლები მიჰქონდათ. შეკრებილთა შორის დაღუპულების მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრებიც იყვნენ.

შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში ტერაქტების სერია განხორციელდა, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსახვერპლა.

იტვირთბა....