დონალდ ტრამპის შეხვედრა ბრიტანელ პოლიტიკოსთან საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ტრამპ-თაუერთან ათასობით მომიტინგე შეიკრიბა, რომლებიც ტრამპის გაპრეზიდენტების წინააღმდეგი იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
დემონსტრანტებმა მანჰეტენზე მშვიდობიანი მსვლელობაც გამართეს, თუმცა პოლიციამ ტრამპ -თაუერში შეჭრის მცდელობისას რამდენიმე აქტივისტი დააკავა.
ტრამპის მოწინააღმდეგეთა აქციები შეერთებული შტატების სხვა დიდ ქალაქებშიც იმართება. მასშტაბური მშვიდობიანი მსვლელობები ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, ფრესნოსა და ვაშინგტონში მიმდინარეობს. ტრამპის მოწინააღმდეგეებმა თეთრ სახლთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს.