ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ავღანეთში ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “თალიბანმა” აიღო

ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. დაჯგუფების წევრების მტკიცებით,  აფეთქება სამხედრო ობიექტზე თვითმკვლელმა „ბოევიკმა“ განახორციელა. მათი ცნობით,  აფეთქების შედეგად ბაგრამის ავიაბაზაზე 23 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და 44 დაშავდა.

ნატო-ს ოფიციალური ცნობით კი სულ სხვანაირი სურათია:  დღეს დილით ამერიკულ ბაზა ბაგრამზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 სამხედრო დაიღუპა და სხეულის დაზიანებები მიიღო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.

იტვირთბა....