ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოფელ ყარაჯალას მოსახლეობა მიწების უკანონოდ გასხვისებას აპროტესტებს

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქცია გაიმართა. სოფლის 200-მდე მცხოვრები, რომელიც ეთნიკური აზებაიჯანელია, წინა ხელისუფლებას მიწების უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

საქმე ეხება  15 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე, რომელიც სოფლის სასაფლაოს ეკუთვნოდა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, 2011 წელს მიწა აუქციონის წესით 8 პირზე ფარულად გასხვისდა.

მოსახლეობა კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. აქციის მონაწილეების პრობლემებს თელავის გამგებლის მოადგილე გაეცნო.

იტვირთბა....