ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში 26 წლის მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში 26 წლის ახლაგაზრდა საკუთარ სახლთან ახლოს დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაჭრილი საავადმყოფშია გადაყვანილი, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, ახალგახრდა მამაკაცს ზურგის არეში ბასრი იარაღით, სავარაუდოდ დანით, ნაკვეთი და ნაჩხვლეტი 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ამ დროისთვის დაჭრილი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯამრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....