ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.
12 ნოემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4899 ლარი იქნება.
დღეს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი 2.4773 ლარი იყო.
ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა.
ხვალ ერთი ევროს შეძენა 2.7098 ლარად იქნება შესაძლებელი.