საქართველოში ტაქსების მძღოლების პროფკავშირი დაფუძნდა.
სხვადასხვა ტაქსის კომპანიებში დასაქმებული მძღოლები საკუთარი უფლებების დასაცავად ერთიანდებიან.
მათი განმარტებით, მერია ტაქსებთან მიმართებაში რეგულაციების განხორციელებას აპირებს. პროფკავშირების წევრები მოითხოვენ, რომ რეგულაციების განხორციელებაში ჩართული იყვნენ ტაქსების პროფკავშირები და ერთობლივად მოხდეს რეგულაციების განხორციელება.
”ცნობილია, რომ მზადდება ტაქსის მძღოლებთან დაკავშირებით გაურკვეული რეგულაციები. გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2016 წლის ბოლოდან ან 2017 წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედდეს რეგულაციები, თუმცა უცნობია რა ტიპის რეგულაციებზეა საუბარი, იქნება თუ არა ეს რეგულაციები ტაქსის მძღოლებზე ან ტაქსის კომპანიებზე მორგებული, აქედან გამომდინარე, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რეგულაციები მიზნად თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლების და კომპანიების სამუშაოს გარეშე დატოვებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვთავაზობთ კომპეტენტურ პირებს, რომ მოხდეს ჩვენი ჩართულობა, რათა გამოვთქვათ ტაქსის მძღოლების ინტერესები და რეგულაციები მორგებული იყოს ტაქსის მძღოლებზე”. – განაცხადა საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირების თავმჯდომარე ნანა ფილაურმა.