ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ოფიციალური რუსეთი არ მალავს, რომ მოსკოვს წინასაარჩევნოდ ტრამპის გუნდთან კონტაქტი ჰქონდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან” განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან კონტაქტები საარჩევნო კამპანიის დროსაც ჰქონდა და არჩევნების შემდეგაც ექნება.
„საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის იყვნენ საჯარო პირები და ძალიან საპასუხისმგებლო პოსტები ეკავათ. ვერ ვიტყვი რომ ყველა, მაგრამ რიგ მათგანს რუსეთის წარმომადგენლებთან ჰქონდა კონტაქტი“, – განაცხადა რიაბკოვმა.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, რუსეთის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.

იტვირთბა....