ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში 35 მფრინავი დააკავეს: 55-ზე კი დაკავების ორდერი გაცემულია

თურქეთში ფეთჰულა გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 35 მფრინავი დააპატიმრეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Hurriyet-ი წერს. მათი ინფორმაციით, რომელსაც უშიშროების უწყების თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებენ, პროკურატურამ კიდევ 55 ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ყველა მათგანი კონსტიტუციის დარღვევაში, ღალატში და „შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში“ მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მიმდინარე წლის ივლისში მოხდა. ანკარაში ამტკიცებენ, რომ ამ მოვლენების ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია. გუშინ, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა ფეთჰულა გიულენის ექსტრადირება სთხოვა.

იტვირთბა....