ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალური ქსელით ეხმაურება:
„ყოჩაღ, ამერიკა. იმედი მაქვს, ამაყობთ. მშვიდობით აბორტთან დაკავშირებულო უფლებებო; მშვიდობით უზენაესო სასამართლოვ, 20 მლნ ადამიანის ჯანმრთელობავ; მშვიდობიოთ იარაღის კონტროლო; გამარჯობა კედელო, მუსლიმების დევნავ; მშვიდობით ეკონომიკავ; მივესალმები საბაზრო კრახს; მშვიდობით ნატო, გამარჯობა რუსეთო; ვემშვიდობებით უცხოურ დახმარებას, საერთაშორისო პატივისცემას; მივესალმებით ქალთა უფლებების დაუცველობას, რასიზმს, თეთრ უზენაესობას, ფაშიზმს. მეტირება ჩემი ქვეყნის, ჩემი შვილების გამო“.- წერს თორნტონი სოციალურ ქსელში.