მობილური ტელეფონები დღეს მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებას არ წარმოადგენენ, მათი მეშვეობით შეგვიძლია ვირტუალურად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ვუსმინოთ მუსიკას, ვუყუროთ ფილმს თუ კლიპს, ვითამაშოთ, ვიყოთ სოციალურ-ქსელებში, წავიკითხოთ სიახლეები და ა.შ. თუმცა არსებობს კიდევ ისეთი ფუნქციები, რომელთა კომბინაციის საშულებით შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მოახდინოთ თქვენს ტელეფონის ფუქნციებში ცვლილებები.
1. *#06#. არკვევს IMEI-ს უნიკალურ ნომერს ბენისმიერ სმარტფონსა და აიფონში.
2. *#21#. იდეალური საშუალებაა ზარის, შეტყობინებისა და სხვა მონაცემების გადასამისამართებლად.
3. *#62#. ამ ბრძანების მეშვეობით შეგიძლიათ გაარკვიოთ შემოსული ზარების გადამისამართება, როდესაც მობილური გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდან.
4. ##002#. ამ აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ზარის გადამისამართების შეზღუდვას ახდენთ.
5. *#30#. შემოსული ზარების ინფორმაციას იძლევა.
6. *#33#. გაჩვენებთ დაბლოკილი გამავალი ზარების, SMS-სა და სხვა მონაცემების ინფორმაციას.
7. *#43#. ზარის ლოდინის ინფორმაციას გაჩვენებთ.
8. *3001#12345#*. მას “ჯეიმს ბონდის” მენიუს ეძახიან, რადგან გაწვდით სიმ-ბარათის ინფორმაცის, მიღების დონეს ქსელში, გაწვდით შეტყობინებას (სიგნალს) სიხშირის მიღების შემთხვევაში და ყველა ეს ფუნქცია ავტომატურად ნახლდება.
9. *#*#3646633#*#*. საინჟინრო მენიუ ანდროიდ-სმარტფონებისთვის MTK ჩიპით. ასევე საიდუმლო კოდები Samsung-სმარტფონებისთვის.
10. *#0*#. ეკრანის, ხმის, პიქსელების და ფერების გადამოწმება.
11. *#1234#. Galaxy S4-ის სამართავი ვერსიები.
12. *#0228#. ელემენტის ტემპერატურა, დატვირთვა, მოცულობა.
13. *#12580*369#. Samsung Galaxy S4-ის მთავარი ინფორმაცია.
intermedia.ge