ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„მე ვაპირებ გამარჯვებას, აქ არის, როგორც საქართველო 2001 წელს“

 

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრების იმ ნაწილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს, რომლებმაც მე-9 მოწვევის პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. ექს-პრეზიდენტი პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას უკრაინაში აპირებს.

“მე აქ დიდ საქმეში ვარ ჩართული, უკრაინაში და მე ვაპირებ, აქ გამარჯვებას და ჩემთვის პრაქტიკულად აქ არის, როგორც საქართველო 2001 წელს. რაღაც ანეკდოტამდე მივიდა, რომ რაღაცას აქვეყნებენ, რომელიც აღქმულია, რომ ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებსა და საკუთარ აქტივისტებს, იმ ხალხს, რომელთაც გადაგვაკვდა თავს და გადააკვდა საქართველოს საქმეს. დაიწყეს რაღაც უაზრო ლაპარაკი, რომ “სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს” – რა შუაშია სააკაშვილი? რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება. ვურჩევდი არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, რადგან ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა და არა, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და რა თქმა უნდა მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდი, ვერც ერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება. ამის შემდეგ კიდევ აგრძელებენ ამ უაზრო ლაპარაკს ის ერთი ორი ტიპაჟი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ლაპარაკი დაიწყეს, რომ თითქოს არსებობს რაღაც 8 წლიანი ციკლი, 10-წლიანი ციკლი და უნდა დაველოდოთ თურმე, კიდევ რამდენიმე წელიწადში როგორ გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს. ენმ ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდნეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისა და შეურიგებლობისკენ მოვუწოდოთ ამ ყველაფრის მიმართ და გვქონდეს ზუსტი, ნათელი გეგმა, როგორ გადავლახოთ ეს უბედურება, ამის მაგივრად სადღაც ხელების გაშვერა, თურმე პრობლემა არის სააკაშვილის, იმის, ამის. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და პირველ რიგში ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან, 600 000 ჩვენს ამომრჩეველთან. იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები, არა მხოლოდ წარსულში, არამედ წინასწარ აქვთ გამოცხადებული დამარცხება მომავალში, ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს. ძალიან ნათელია, მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, ჩვენ აქტივისტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოში. დიდ საქმეში ვარ აქ, მაგრამ ერთი წუთით არ ვწყვეტ ჩემ ქვეყანაზე ფიქრს ”.- აცხადებს სააკაშვილი.

იტვირთბა....