დედის რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დედასა და შვილს შორის ურთიერთობაზე საუბრობს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში დედის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულსა და აღნიშნულ საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომა დახურული იყო, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანია.
გარდაცვლილის შვილს, ირმა ყოჩიაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მისი ადვოკატი გაგა მეშველიანი ამ ეტაპზე საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მაგრამ ამბობს, რომ დედასა და შვილს შორის კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.
https://youtu.be/SDZvjEXl1FE